26 მაისს Facebook–სივრცეში საქართველოს ისტორია გაცოცხლდება

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი მოქმედი პერსონაჟები თავიანთ ისტორიას Facebook-სივრცეში ფოტოებითა და ვიდეოებით მოყვებიან.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი მოქმედი გმირების ისტორია გაცოცხლდება Facebook–სივრცეში 26 მაისს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქვეყანა 2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. 26 მაისი ისტორიული თარიღია. დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სოციალური, პარტიული და რელიგიური კუთვნილებისა.

შეიარაღების გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - Sputnik საქართველო
რა დაუჯდება თავდაცვის სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება.

1991 წლის 9 აპრილს პარლამენტის შენობაში საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

„გაცოცხლებული ისტორია" – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

პროექტის მიხედვით, Facebook-ის საშუალებით გაცოცხლდება ეპოქის ათი მთავარი პერსონაჟი: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი კვინიტაძე, აკაკი ჩხენკელი, მარო მაყაშვილი, ქრისტინე შარაშენიძე, ზაქარია ფალიაშვილი, სანდრო ახმეტელი, ივანე ჯავახიშვილი. ისინი თავიანთ ისტორიას მოყვებიან ფოტოებით, ამბებითა და ვიდეოებით.

გმირების ისტორიის გაზიარება მოხდება სტატუსების, ფოტოებისა და კომენტარების საშუალებით. გარდა ამისა, გავრცელდება ე.წ. „ფეისბუქ"–ლაივების სერიაც, რომელიც შედგება ოთხი გაცოცხლებული ისტორიული მოვლენისგან.

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტას გამოუშვებენ

გარდა ამისა, შეიქმნება ვებ-გვერდი, რომელზეც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მთავარი მოქმედი გმირის შესახებ სრული ინფორმაცია და მათი რაკურსით დანახული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია. ვებ-გვერდზე ასევე შესაძლებელი იქნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის გაცნობა. ისტორიის უკეთ წარმოსადგენად კი ვებ-გვერდზე მოცემული იქნება ეპოქის ამსახველი სხვადასხვა საარქივო მასალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ 100–ზე მეტი კულტურული ღონისძიება გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0