რატომ იკეტება გმირთა მოედანი–თამარაშვილის ქუჩა

© photo: Sputnikგმირთა მოედანი
გმირთა მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები პირველი მაისიადან დაიწყება და ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების გამო შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საფეხმავლო ხიდი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია საფეხმავლო ხიდს გაარემონტებს

კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“, რომელიც დედაქალაქში სისუფთავეზე აგებს პასუხს, გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელ გზას მორეცხავს. 

„დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანი — თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხება. ამასთან დაკავშირებით, გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი რამდენიმე დღის წინ  მოირეცხა.  გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები კი  პირველი მაისიდან დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები მოირეცხება. პარალელურად გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ 19 586 ერთეულ ნაგავშემკრებ კონტეინერს. მომდევნო თვეების განმავლობაში იგეგმება სპეციალური ტექნიკის შესყიდვა.

მასშტაბურ საგაზაფხულო სამუშაოებს, თბილისის მერის დავალებით, კომპანია  „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. 


ყველა ახალი ამბავი
0