ლაგოდეხში 94 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა

გამოწერა
საცხოვრებელი ფართის დამადასტურებელი მოწმობები ეკომიგრანტებს სოზარ სუბარმა და ზურაბ პატარაძემ გადასცეს.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
თბილისში 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა

„2004-2009 წლებში, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი საკუთრების მფლობელი უკვე 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა და ეს პროცესი გრძელდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის პროცესს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც ესწრებოდნენ.

სოზარ სუბარი და ზურაბ პატარაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, აჭარიდან ჩასახლებულ ოჯახებსაც შეხვდნენ.  

ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“ დააარსეს, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშემწყობ პროექტებს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, 2017 წელს, სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და განსავითარებლად, მცირე გრანტები 40 ოჯახზე გაიცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0