თბილისი

თბილისში ექსპერტები ელექტრონულ სერვისებზე იმსჯელებენ

69
(განახლებულია 12:33 14.04.2018)
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობასთან ერთად საერთაშორისო ეფექტური ურთიერთგაცვლითი ქსელის ჩამოყალიბებას

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თბილისში 17-18 აპრილს გაიმართება ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია თემებზე: ელექტრონული სერვისები და მონიტორინგი, სმარტ ქალაქი, ელექტრონული ჩართულობა, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) აცნობეს.

საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო „იოტაში“-ის ორგანიზებით ჩატარება და მასში მონაწილეობას  ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის სფეროს წამყვანი 50-ზე მეტი ექსპერტი და წარმომადგენელი მიიღებს როგორც მასპინძელი ქვეყნიდან, ასევე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან და გერმანიიდან. 

კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან ერიკ მარქსი — GIZ-ის საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის ხელმძღვანელი, აკაკი რუხაძე — GIZ-ის პროექტის „ელექტრონული მმართველობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ კოორდინატორი, ჰანეს ასტოკი ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) ხელმძღვანელი ელექტრონულიო მმართველობის მიმართულებით.  

საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობასთან ერთად საერთაშორისო ეფექტური ურთიერთგაცვლითი ქსელის ჩამოყალიბებას,  რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის გეგმების განხილვა მოხდება. 

პროექტის „ელექტრონული მმართველობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიზანია სახელმწიფო და ადგილობრივი სერვისების მიწოდების და IT ტექნოლოგიების სფეროში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და მონაწილე ქვეყნებს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. პროექტის მიმდინარეობისას ქვეყნებს შორის ურთიერთგაცვლის საფუძველზე ერთმანეთთან მიახლოებული ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობები იქნება განხილული და დამუშავდება კონკრეტული საპროექტო წინადადებები.


69
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები (31)