„რუსეთი–საქართველო. საუკუნეები ერთად“ – მოსკოვში ივანოვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

© Photo: courtesy of Andro Ivanovანდრო ივანოვი
ანდრო ივანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანდრო ივანოვი – ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, რუსეთში ქართული ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეს–მდივანი

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ჟურნალისტ ანდრო ივანოვის წიგნის „რუსეთი–საქართველო. საუკუნეები ერთად“ პრეზენტაცია 14 აპრილს მოსკოვის ეროვნებათა სახლში გაიმართება. 

პრეზენტაცია ქართული ენის დღისა და „გეორგიევსკის ტრაქტატზე“ ხელმოწერის 235–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება.

წიგნი „რუსეთი–საქართველო. საუკუნეები ერთად“ – ესაა რუსულ–ქართული ურთიერთობების მოკლე ანალიზი, ასევე საქართველოსა და რუსეთის გამოჩენილი მოღვაწეების ინტერვიუებისა და მოთხრობების კრებული, რომლებსაც ივანოვი ესაუბრა.

ანდრო ივანოვი - Sputnik საქართველო
ანდრო ივანოვი: ქართული საქმე რუსეთში უნდა გაგრძელდეს

ავტორი მოგვითხრობს იმ ადამიანებზე, ვისი ცხოვრებაცა და პროფესიაც საქართველოსა და რუსეთთან დაკავშირებული აღმოჩნდა. ესენი არიან გამოჩენილი ექიმები, პიანისტები, მევიოლინეები, საოპერო მომღერლები, მხატვრები, რეჟისორები, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები და მღვდელმსახურები.

კრებულში ასევე შევიდა რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტის, ზურაბ სოტკილავას ბოლო ინტერვიუ.

პრეზენტაციის სტუმრები იქნებიან რუსეთში საფრანგეთის ელჩი სილვი ბერმანი, რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციის ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, კონსული ზვიად კუდიტაშვილი, ვიცე–კონსული ზურაბ სინჯარაძე, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი პეტრე ჩხეიძე.

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ორი ქვეყნის საზოგადოებისთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე. პრეზენტაციას დაასრულებს კონცერტი ქართული ეროვნული ცეკვებითა და სიმღერებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0