კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიაფრენები განხორციელდება

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკში"ურალის ავიახაზები"
ურალის ავიახაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეისები კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik.  ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს მაისიდან განახორციელებს, იუწყება სააგენტო РИА Новости კომპანია „ბაზელ აეროს“ პრეს–სამსახურზე დაყრდნობით. 

ავიაკომპანია  MyWay Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ახალი ქართული ავიაკომპანია მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში იფრენს

 „24 მაისიდან კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისში პირდაპირი რეისები დაიწყება. ფრენებს ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ განახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სავარაუდოდ, ავიარეისები კვირაში რჯერ – ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება. ფრენებს Airbus A320 შეასრულებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0