რეგისტრაცია დასრულდა - აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები ელოდება

© photo: Sputnik / Fuad Gasanovერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები შეეხება ზოგადი უნარების და ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებს

საქართველოში დასრულდა რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე — გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემების მიხედვით, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის სურვილი 40 000-მა აბიტურიენტმა გამოხატა.

რეგისტრაცია ელექტრონულ რეჟიმში 5-დან 30 მარტის 18:00 საათამდე მიმდინარეობდა. 

თვე-ნახევრის განმავლობაში, 15 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის დამატების ან შეცვლის შესაძლებლობა ექნებათ.

აბიტურიენტების გარდა, რეგისტრაცია გაიარეს სტუდენტებმა, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება და არსებული გრანტის გაუმჯობესება სურთ — 4500-ზე მეტი სტუდენტი. ამავე პერიოდში მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციაც მიმდინარეობდა — 12 000 ადამიანი. 

2018 წლის სიახლეები

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა - Sputnik საქართველო
პროფესიულ კოლეჯებში სწავლა უფრო პოპულარული გახდება

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე სიახლე იგეგმება. კერძოდ, წელს აპლიკანტებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ საკუთარი გელიანი (ტუშის) კალმის შეტანა გამოცდაზე. გასულ წლებში აბიტურიენტები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ეროვნულ გამოცდებზე კალმების ხარისხთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ გამოცდის დროს მათ მათი შეცვლა რამდენჯერმე უწევთ.

ამოქმედდა გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება — აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.

აბიტურიენტს ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. აქედან სამი სავალდებულო საგანია: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი შერჩევითი გამოცდა — ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო სამართალი. სწორედ ამ ბოლო საგნებს შეეხება სიახლე.

გამონაკლისია ის აბიტურიენტები, რომლებმაც მიიღეს განათლება საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. შერჩევით საგნებში ისინი გამოცდის ჩაბარებას რუსულ ენაზე შეძლებენ.

სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგად უნარებში გამოცდა ჩატარდება ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე არსებული პირადი გვერდიდან შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბარათები მკაფიოდ იყოს დაბეჭდილი.

ზოგად უნარებში გამოცდა ვერბალური და მათემატიკური ნაწილისგან შედგება. სიახლე მხოლოდ ვერბალურ ნაწილს შეეხება.

თსუ - Sputnik საქართველო
რამდენი სტუდენტი სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

უცვლელი რჩება საგამოცდო პერიოდი — 1 საათი და 35 წუთი გამოცდის თითოეულ ნაწილზე, ასევე შეფასების სისტემა: მაქსიმალური ქულა — 80.

ზოგად უნარებში ძირითადი სიახლე შეეხება ანალოგიების ბლოკს. ამიერიდან ის ტესტში წარმოდგენილი იქნება არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებათა ბლოკთან ერთად. ანალოგიები აიგება ტექსტში გამოყენებული სიტყვების მიხედვით. გამოცდების ეროვნულ ცენტრში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს აბიტურიენტებს უნარების უკეთ გამომჟღავნებაში დაეხმარება.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმი იცვლება. აბიტურიენტმა ნამუშევარში გამოთქმული აზრის სასარგებლოდ ორი არგუმენტი მაინც უნდა მოიყვანოს და ამით მსჯელობის უნარი გამოავლინოს.

არგუმენტირებული ესე ცხრა კრიტერიუმით შეფასდება: დავალების ადეკვატური გააზრება; 

ნამუშევრის ფორმირება; 

პრობლემის გააზრება; 

მსჯელობის არგუმენტაცია; 

დამოუკიდებელი აზროვნება; 

ლექსიკა და სტილისტიკა; 

მორფოლოგია; 

ორთოგრაფია; 

სინტაქსი; 

პუნქტუაცია.

არგუმენტირებული ესე, ნაცვლად 20-ისა, 24 ქულით შეფასდება.

© Sputnik / Maria Tsimintiaგანათლების სისტემა საქართველოში
განათლების სისტემა საქართველოში - Sputnik საქართველო
განათლების სისტემა საქართველოში


ყველა ახალი ამბავი
0