ორსული ქალი

საქართველოში შობადობა 5,8 პროცენტით შემცირდა

123
(განახლებულია 19:42 30.03.2018)
გამოქვეყნდა 2017 წლის ოფიციალური მონაცემები შობადობისა და სიკვდილიანობის შესახებ

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოში 2017 წელს დაიბადა 53 ათასზე მეტი ბავშვი, რაც წინა წელთან შედარებით 5,8%-ით ნაკლებია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

ამასთან ბიჭი უფრო მეტი დაიბადა — 27,6 ათასზე მეტი.

შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში — 14 ათასზე მეტი ბავშვი, ხოლო ყველაზე დაბალი — რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (341).

2016 წელთან შედარებით, 40,6%-იდან 38,9%-მდე შემცირდა ოჯახში პირველი შვილის შობადობა. ხოლო მესამე და შემდეგი ბავშვების 21,3%-იდან 22,6%-მდე გაიზარდა. მონაცემები მეორე ბავშვთან დაკავშირებით თითქმის იგივეა.

ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უკვე მრავალი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯვარდაწერილი მშობლების ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს ნათლავს.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში შევიდა შესწორებები, რომლებიც მრავალშვილიანი ოჯახების არსებით დახმარებას ითვალისიწნებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსს 12,5 ათასი ოჯახი მიიღებს. საუბარი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებზე.

ამ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვაში. მშობლებს საშუალება ექნებათ, ბავშვები გადასახადის გარეშე მიიყვანონ სხვადასხვა წრეებსა და სპორტულ სექციაზე, ასევე ექნებათ შეღავათები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას.

შობადობის შემცირებასთან ერთად საქართველოში შეინიშნება სიკვდილიანობის შემცირებაც — 5,8%-ით. გასულ წელს გარდაცვლილთა რიცხვი 47,8 ათას ადამიანს აჭარბებდა.

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება 2017 წელს დაახლოებით 5,5 ათასი ადამიანი იყო, რაც 2016 წლის მონაცემებზე 5,6%-ით ნაკლებია.

 

123