თბილისის ბაზრობებზე სახიფათო კოსმეტიკა გამოჩნდა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიპომადა, არქივის ფოტო
პომადა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2006 წლიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ქიმიის და კოსმეტიკის ხარისხი არ მოწმდება

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საგანგაშო შედეგები აჩვენა თბილისის ბაზრობებზე გაყიდვაში არსებული კოსმეტიკური საშუალებების ლაბორატორიულმა კვლევებმა, რომელიც ტელეკომპანია Imedi-მა გაასაჯაროა.

შედეგებმა აჩვენა, რომ ლაბორატორიაში შემოწმებული კოსმეტიკის ექვსივე ნიმუშში — პომადაში, თვალის ჩრდილში და ფრჩხილის ლაქში, აღმოჩენილია მძიმე ლითონები: ტყვია, დარიშხანი, ნიკელი და ქრომი.

„ორსულმა ქალმა, რომელიც ასეთ პროდუქციას მოიხმარს, შეიძლება არ იცოდეს შედეგებზე, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ტყვია ძალიან ადვილად გადალახავს პლაცენტის ზღვარს, ის გროვდება ნაყოფში და ბავშვი უკვე ტყვიის გარკვეული შემცველობით იბადება“, — განაცხადა ტოქსიკოლოგმა ინგა ღვინერიამ.

ვაჭრობა დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: საშიში ხორცი თბილისის ბაზრებში

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ქიმიას, რომელიც თბილისის ბაზრობებზე იყიდება, მასზე ხშირად არ არის მითითებული ვარგისიანობის ვადა და მას ქართულ ენაზე ანოტაცია არ მოყვება. მომწოდებლების თქმით, საზღვარზე არავინ ამოწმებს პროდუქტების ხარისხს, რომელიც საქართველოში შემოდის.

არის თუ არა სახიფათო საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქცია, რომელიც საქართველოში შემოდის, ამის განსაზღვრა საბაჟოს არ შეუძლია. პროდუქციის ხარისხის შემოწმება კანონმდებლობით არ შედის საბაჟოს მოვალეობებში, საბაჟოზე სათანადო ლაბორატორიაც არ არსებობს.

„კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ არ ვაკონტროლებთ კოსმეტიკური საშუალებების და სარეცხი ფხვნილის ვარგისიანობის ვადასა თუ ხარისხს. შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე, საბაჟოს ასპროცენტიანი კონტროლის განხორციელება არ შეუძლია“, — განაცხადა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კობეშავიძემ.

აღნიშნული სფეროს რეგულირების მოვალეობები 2001 წელს სანიტარული ზედამხედველობის სამსახურს დაეკისრა, თუმცა 2006 წელს უწყება გაუქმდა. სწორედ ამიტომ დღეისათვის საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქციის კონტროლი არ ხორციელდება, მომხმარებლები კი დაუცველები არიან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მწარმოებლების მიერ ცნობილი სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც გააკონტროლებს და ევროპარლამენტის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოიყვანს ქვეყნის კანონმდებლობას.

 


ყველა ახალი ამბავი
0