სტამბული–ბათუმი–სტამბულის ავიარეისი გაუქმდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, რეისის გაუქმების მიზეზი თურქეთის ქალაქში ძლიერი ქარი გახდა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ავიარეისი სტამბული–ბათუმი–სტამბული უამინდობის გამო გააუქმა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის პრეს-სამსახურში.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისში ძლიერი ნისლის გამო ავიარეისები გადაიდო

წინასწარი მონაცემებით, რეისის გაუქმების მიზეზი თურქეთის ქალაქში ძლიერი ქარი გახდა.

თვითმფრინავი სტამბულიდან ბათუმში 14:00 საათზე უნდა გამოფრენილიყო, ხოლო ბათუმიდან — 18:00 საათზე გაფრენილიყო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შესრულდება ავიარეისი.

ყველა ახალი ამბავი
0