თბილისში „ხორცისმჭამელები" დაითვალეს

© Sputnik / Levan Avlabreliმწვადის ფესტივალი საირმეში
მწვადის ფესტივალი საირმეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები, რომლებსაც ხორცი და ხორცპროდუქტები უყვართ, ღორის ხორცს ანიჭებენ უპირატესობას.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფმა ACT ჩაატარა, თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა — 96% მიირთმევს ხორცსა და ხორცპროდუქტებს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ხორცისმჭამელების" 83% არასდროს დაფიქრებულა ვეგეტარიანელობაზე, დანარჩენებს უფიქრიათ, მაგრამ ხორცზე უარს ვერ ამბობენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
რამდენად აქცევენ ყურადღებას თბილისელები საკუთარ ჯანმრთელობას

ხორცის მოყვარულთა 39%-ის აზრით, ყველაზე გემრიელია ღორის ხორცი. შემდეგ მოდის საქონლის ხორცი — 36% და ქათმის ხორცი — 20%. ცხვრის ხორცს უპირატესობას გამოკითხულთა მხოლოდ 2% ანიჭებს.

კვლევა თბილისის მასშტაბით 12-14 თებერვალს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ჩატარდა. სულ გამოკითხეს 403 თბილისელი.

ACT ანალიზისა და კონსულტაციების გლობალური კომპანიაა, რომელიც მოიცავს დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. კომპანიას ოფისები აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

ყველა ახალი ამბავი
0