რას ვჭამთ: საშიში ხორცი თბილისის ბაზრებში

© Sputnik / STRINGERვაჭრობა დეზერტირების ბაზარში
ვაჭრობა დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხენის ხორცს, რომელსაც სანიტარული კონტროლი არ ჰქონდა გავლილი, ბაზარში საქონლის ხორცად ასაღებდნენ

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ხორცის ლაბორატორიული კვლევის საგანგაშო შედეგები გამოაქვეყნა ტელეკომპანია „იმედმა“ (Imedi).

შედეგებმა აჩვენა, რომ საქონლის ხორცად გასაღებული ხორცი ცხენის ხორცი აღმოჩნდა.

საქონლისა და ცხენის ხორცის ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია, რადგან ცხენის ხორცსს არ გააჩნია არც სპეციფიკური სუნი, არც შეფერილობა.

გარდა იმისა, რომ ცხენის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებენ, ის იკვლება ეზოებში ან სხვა ადგილებში და არა სასაკლაოზე, შესაბამისად მას ვეტერინარული სამსახურის მიერ გაცემული არანაირი ცნობა არ გააჩნია, რომელიც ხორცის ხარისხს დაადასტურებდა.

ყველი - Sputnik საქართველო
ყველის 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა

ერთადერთი სასაკლაო, სადაც ცხენები და ვირები იკვლება, თბილისის ზოოპარკს ემსახურება. შესაბამისად, ცხენის ხორცი, რომელიც საქართველოს ბაზრებში ხვდება, ვეტერინარული სამსახურის მიერ შემოწმებული არ არის.

ცხენის ხორცის გაყიდვა აკრძალული არ არის, თუმცა გამყიდველი ვალდებულია მიუთითოს ეტიკეტზე ხორცის სახეობა, რაც არასდროს არ კეთდება ბაზრებში. 

„ბოლო დროს ცხენის ხორცი ძალიან გაძვირდა და ეს იმის გამო, რომ ის მოსახლეობაზე დიდი რაოდენობით იყიდება. ჩემი გათვლებით, დაახლოებით 30% ბაზრებში მიდის. ადრე ცხენის ხორცი სამ ლარამდე ღირდა, ახლა 5,6 ლარი და ზოგჯერ იმდენივე ღირს, როგორც საქონლის ხორცი, იმდენად მოთხოვნადია ის საქართველოს ბაზრებში“, — უამბო ტელეკომპანიას ზოოპარკის ხორცის მომმარაგებელბა არჩილ დალაქიშვილმა.

სუპერმარკეტებთან შედარებით, ბაზრებში ხორცი დაბალ ფასებში იყიდება, ამიტომ მომხმარებელიც იქ მეტია.

„ისინი კლავენ საქონელს, რომელიც ან ბებერია, ან ავადაა, ან ფეხი მოიტეხა და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. აქედან გამომდინარე ხორცი, რომელიც იყიდება ბაზრებში, დიდი ალბათობით ავადმყოფი ცხოველის ხორცია… და ბაზარში არალეგალურად ხვდება“, — განაცხადა ხარისხის ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი ჭკადუამ.

სპეციალისტები არ ურჩევენ მომხმარებლებს საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენას, ხორცი უნდა იყოს ღია ვარდისფერი ან ღია წითელი, არ უნდა იყოს მუქი ფერის. ასევე უმჯობესია არ შეიძინოთ ხორცი, რომელიც უმაცივროდ ინახება. მნიშვნელოვანია ასევე ვეტერინარული სამსახურის ნიშნის არსებობა ხორცზე.

ტარხუნის ლიმონათი „ლაღიძის წყლებში“ - Sputnik საქართველო
რას ვსვამთ? აიკრძალა ოთხი ქართული კომპანიის ლიმონათი

უხარისხო ხორცი სერიოზული დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს — კუჭნაწლავის ინფექციების, ტუბერკულიოზის, ცოფის და ა.შ.

თებერვლის ბოლოს საეჭვო წარმომავლობის ორ ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. თებერვლის დასაწყისში კი იგივე უწყებამ დოკუმენტების შემოწმებისას შპს „ახალ ხორცში“ გამოავლინა ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის 400 კგ ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

კვლევები ხორცის ხარისხზე საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში შემოწმებისას გამოვლინდა ცხენის ხორცის უკანონო ვაჭრობის 12 ფაქტი, მათ შორის ერთ შემთხვევაში ვირის ხორცი გამოვლინდა.


ყველა ახალი ამბავი
0