ზემო ლარსი დღეს: ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

© Roads Department of Georgiaგუდაური-კობის-გზა
გუდაური-კობის-გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამხედრო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მცირე შეზღუდვები დარჩა.

თბილისი, 15 მარტი —Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე თოვისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

„მლეთა–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

რაც შეეხება მისაბმელიან, ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებს, მათი გვირაბებში მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად.

ლარსი ლარსი - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ამავე გზის 134-135 კმ მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას ასევე იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია.

ყველა ახალი ამბავი
0