ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართველების დეპორტაცია: მომხრე და მოწინააღმდეგე

გამოწერა
„Sputnik–საქართველოს" მკითხველებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ-გამოკითხვაში და უპასუხეს კითხვას „როგორ უყურებთ ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას"

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" მკითხველების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია გამართლებულია, ასეთია საინფორმაციო სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე, „როგორ უყურებთ ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას", გამოკითხვაში მონაწილეთა 51,6%-მა უპასუხა, რომ დეპორტაცია გამართლებულია — მთავარია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი არ დაზარალდეს, რომელიც 2017 წლის მარტიდან მოქმედებს.

ვარშავა - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

დეპორტაციაზე წუხს და მას სინანულით უყურებს გამოკითხულთა 25,8%, ხოლო დამამცირებელს უწოდებს 22,6%.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, მისით საქართველოს 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულების გზით 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოში ორი ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა. გარდა ამისა, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შეწუხებულია საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდით, მათ შორის არიან გერმანია, ისლანდია და შვედეთი.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება.

გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებაც, რადგან ზოგიერთი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გადადის ნათესავის გვარზე და შემდეგ ისევ ევროკავშირის ქვეყნებში ბრუნდება.

მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებასაც აპირებს, რომლის მიზანი იქნება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა საფრთხეებს უკავშირდება სავიზო რეჟიმის დარღვევა და ასევე რა მოჰყვება ამ დარღვევებს, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.

ყველა ახალი ამბავი
0