საქართველოში საშიში ვაქცინა მასშტაბურად გამოიყენეს – აუდიტის ანგარიში

CC BY 2.0 / NIAID / FluShotვაქცინიზაცია
ვაქცინიზაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკრეტულად რომელ ვაქცინაზე მიდის საუბარი, ჯერჯერობით, უცნობია

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2016–2017 წლებში ჯანმრთელობისთვის საშიში  29,2 ათასი  დოზა ვაქცინა იქნა გამოყენებული, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში „აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმა“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016–2017 წლებში შეძენილი იქნა პრეპარატი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა.

 შესაბამისად, პრეპარატს არ შეეძლო საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების მოპოვება.

მიუხედავად ამისა, სპეციალურმა კომისიამ პრეპარატის ბაზარზე დაშვების უფლების მოპოვება შეძლო.

 „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29, 2 ათასი დოზის ოდენობით”,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამ წუთებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0