საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

გამოწერა
ირაკლი მუკნიაშვილი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამსახურს ხელმძღვანელობდა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik.  გარემოსდაცვითი ხედამხედველობის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელი ირაკლი მუკნიაშვილი გახდა, განაცხადეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს–სამსახურში.

ახალი ხელმძღვანელი დეპარტამენტის თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. მუკნიაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე პაატა ბათიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც დეპარტამენტს 2016 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.

ირაკლი მუკნიაშვილი 2012-2013 წლებში შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2014 წლებში იგი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2014-2017 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0