ფოთს დატბორვის პრობლემა მოეხსნება

© FB / Georgian Ameliorationმდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძების რეაბილიტაცია იწყება

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია" ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას იწყებს, ნათქვამია საქართველოს მელორაციის ფეისბუქ-გვერდზე.

„აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, ამოიწევა კაშხლის ათი ფარი და დაფიქსირება ისინი გახსნილ მდგომარეობაში; ასევე, გარემონტდება წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები", — აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო სამუშაოს ჩატარებას, რათა წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა წყლის მაქსიმალური მოცულობის გასატარებლად იყოს მზად.

© FB / Georgian Ameliorationმდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია

აღნიშნული ობიექტი, რომელიც ექსპლუატაციაშია 1959 წლიდან, „საქართველოს მელიორაციას" საკუთრებაში 2017 წლის დეკემბრიდან გადაეცა. მათი ინფორმაციით, ობიექტის გადმოცემისთანავე კომპანიამ, არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები. მდგომარეობის დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ნაგებობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება.

მიმდინარე სამუშაოებისთვის 1 მილიონ 350 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.

ყველა ახალი ამბავი
0