სამცხე-ჯავახეთში შსს-ს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა „აჩუქეს"

© Sputnik / STRINGERკრიმინალური პოლიციის მანქანა
კრიმინალური პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული პირები სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ასპინძის, ახალქალაქისა და ახალციხის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს, მათქვამია უწყებს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სულ ჩაბარებულია: „აკმ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი გადაჭრილი სანადირო თოფი, სამი პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის 427 საბრძოლო ვაზნა, ოცი ხელყუმბარა, ოთხი ყუმბარა, ორი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ტროტილის ორი კოჭა და ტყვიისმაგვარი ოთხი საგანი.

აღნიშნული პირები, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0