ჩაზრდილი პლაცენტა საშიში აღარაა: საქართველოში პირველად დედა-შვილი გადაარჩინეს

© Photo: сourtesy of Aversi Clinic / გადასვლა მედიაბანკშიახალშობილს ექიმი-ნეონატოლოგი ათვალიერებს
ახალშობილს ექიმი-ნეონატოლოგი ათვალიერებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოცამდე ექიმი რვა საათის განმავლობაში დედა-შვილის გადასარჩენად იბრძოდა

თბილისი, 15 янв — Sputnik. ქართველმა ექიმებმა პირველად საქართველოში გადაარჩინეს ჩვილი და 28 წლის მშობიარე ქალი სასიკვდილო დიაგნოზით — პლაცენტა პერკრეტა (პლაცენტის ჩაზრდა საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის კედელში), იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უიშვიათესი ოპერაცია სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმებთან ერთად დაგეგმა და ჩაატარა ცნობილმა ქართველმა გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ. მისი თქმით, მსოფლიოში მსგავსი ოპერაცია აღნიშნული მეთოდი ჯერ არ ჩატარებულა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
უმუშევარი ექიმები: იაშვილის კლინიკიდან 87 თანამშრომელი დაითხოვეს

„ჩემი ათი კოლეგა უცხოეთში, მათ შორის ამერიკიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ჩვენს მოხსენებას ელოდება, რადგან მათთვისაც ეს ის პათოლოგიაა, რომლის მართვა ძალიან რთულია“, — განაცხადა სინაურიძემ და მოუწოდა ყველას დაფიქრდეს, სანამ საკუთარი სურვილით საკეისრო ქვეთით მშობიარობას გადაწყვეტს, რადგან პათოლოგიის განვითარების რისკი სწორედ საკეისრო კვეთის შემდეგ იზრდება.

საქართველოში მსგავსი შემთხვევები ორ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. მანამდე მსგავსი დიაგნოზის მქონე მშობიარეს გადარჩენას ექიმები ვერ ახერხებდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დედაც და შვილიც შინ ჯანმრთელად დაბრუნდნენ. ამ მიზეზის გამო სიკვდილიანობა მსოფლიოში 75%-ს აჭარბებს. ლეტალური დასასრული ძლიერი სისხლდენის გამო დგება.

პლაცენტა პერკრეტა — საშვილოსნოში პლაცენტის ჩაზრდის ერთ-ერთი ფორმაა, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ამ დიაგნოზის დროს ძლიერად ეცემა სისხლის წნევა, ხოლო მშობიარობის დროს პლაცენტა მთლიანად არ შორდება და ძლიერი სისხლისდენა იწყება. საფრთხეშია როგორც მშობიარე ქალის სიცოცხლე, ისე ჩვილის.

ურთულესი და უნიკალური ოპერაცია, რომელმაც ოჯახს პატარა ნიკოლოზი მოუვლინა, თბილისში 23 დეკემბერს ჩატარდა.

© photo: сourtesy of Aversi Clinicქართველმა ექიმებმა პირველად გადაარჩინეს ახალშობილი და 28 წლის მშობიარე ქალი, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი ჰქონდა - პლაცენტა პერკრეტა
Грузинские врачи впервые в Грузии смогли спасти ребенка и 28-летнюю роженицу со смертельным диагнозом – плацента перкрета - Sputnik საქართველო
ქართველმა ექიმებმა პირველად გადაარჩინეს ახალშობილი და 28 წლის მშობიარე ქალი, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი ჰქონდა - პლაცენტა პერკრეტა

„მას შემდეგ, რაც ამ დიაგნოზის შესახებ შევიტყე, გავიგე, რამხელა საფრთხეში იყო ჩემი სიცოცხლე, საშინელი თვეები გამოვიარე. როდესაც ნარკოზს მიკეთებდნენ, არ ვიცოდი, გავახელდი თვალებს თუ არა, შევძლებდი ჩემი სამი შვილის ნახვას, მაგრამ უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით ყველაფერი კარგად დამთავრდა“, — იხსენებს პაციენტი ნათია მაჩიტაძე.

ნათია ორსულობის 28-ე კვირაში იყო, როდესაც Pineo Luxury-ს კლინიკაში მას დიაგნოზი დაუსვეს. ოცამდე ექიმი რვა საათის განმავლობაში ერთ საოპერაციოში დედა-შვილის გადასარჩენად იბრძოდა.

ოპერაცია - Sputnik საქართველო
ქართველი ექიმის ნაშრომი კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცემაში მოხვდა

ექიმების თქმით, პლაცენტა საშვილოსნოს კედელზე გადავიდა და შარდის ბუშტში ჩაიზარდა. გადაწყდა სპეციალური მეთოდით საკეისრო კვეთის ჩატარება. თავდაპირველად ექიმებმა ჩვილი ამოიყვანეს, შემდეგ საშვილოსნო დაზიანებული შარდის ბუშტის ნაწილთან ერთად ამოკვეთეს.

„საკეისრო კვეთა წარმატებულად გაკეთდა, შემდეგ დავიწყეთ საშვილოსნოს ამოკვეთა და შარდის ბუშტის პლასტიკა, რომელშიც პლაცენტა ჩაიზარდა. რამდენიმე დღეში პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა“, — განაცხადა ქირურგმა კახა კუნთელიამ.

ოპერაციაში მონაწილე ყველა ექიმმა ფულად ანაზღაურებაზე უარი თქვა. ეს იყო საქველმოქმედო ოპერაცია, რომელიც მთლიანად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დააფინანსა.


ყველა ახალი ამბავი
0