სასამართლომ ბათუმში არეულობის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანა

© Sputnik / Seyran Baroyanსტიქიური აქციების შემდეგ პოლიცია ბათუმის ქუჩებში წესრიგს ამყარებს
სტიქიური აქციების შემდეგ პოლიცია ბათუმის ქუჩებში წესრიგს ამყარებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში 2017 წლის 11-12 მარტს არეულობის ორგანიზატორებს სასამართლომ თითოეულს 1,5 წლით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე და „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია ბათუმში 11-12 მარტის ღამეს არეულობის ორგანიზაციაში დამნაშავედ სცნო და ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკებაში გამვლელებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც დილით სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ბათუმში არეულობასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლომ კიდევ ერთი განაჩენი გამოიტანა

ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე 2017 წლის 23 აპრილს დააკავეს.

ჩხვირკიას და ღოღობერიძეს ბრალი წარუდგინეს სსკ-ის მუხლით „მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა", რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმეს სხვა კვალიფიკაცია მისცა და განაჩენი გამოიტანა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ქმედებების ორგანიზაციას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მონაწილეობას მასში. დანაშაულის მაქსიმალური სასჯელია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

მოსამართლის ვერდიქტი მხოლოდ ჩხვირკიამ მოისმინა, რადგან ღოღობერიძე სასამართლოს არ ესწრებოდა. მამისეიშვილის განცხადებით, ჩხვირკიას ქმედებებში ის ძალადობის ორგანიზებას ვერ ხედავს.

ბათუმში მომხდარი არეულობის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 21 ადამიანი იყო მიცემული. შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სულ 75 ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობა ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

ყველა ახალი ამბავი
0