ვითარება საქართველოს გზებზე: უამინდობამ პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ავტომობილი ზამთარში მთებში
სატვირთო ავტომობილი ზამთარში მთებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები ამოქმედდა

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

„კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით", — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას გაჩერება იკრძალება ამავე გზის 134-135-ე კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მე-2 კმ მონაკვეთზე გზის სავალ ნაწილზე გადმოდის ადიდებული მდინარის წყალი, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე კი მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0