„მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ - განათლების მინისტრი პედაგოგებს ხვდება

© press-service of Ministry of Education and Science of Georgiaსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებთან შეხვედრაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების მინისტრი მასწავლებლებთან აქტიური დიალოგის გაგრძელებას გეგმავს და მზად არის თითოეული პედაგოგის აზრი მოისმინოს

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაიწყო პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი დევიზით „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე.

პირველი შეხვედრა მინისტრმა იმ სკოლების წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც 2017 წელს განსაკუთრებით აქტიური იყო, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავდნენ და მოსწავლეებთან კლასებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.

პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი ესუბრონ მინისტრს სკოლის საჭიროებებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრომ „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“ შექმნა

ამ შეხვედრების მმიზანია — ღია საუბრების გამართვა იმ თემებზე, რომლებიც ეხება სწავლების ხარისხს, სკოლებში ბულინგის პრობლემების გადაჭრას. შეხვედრაზე პედაგოგებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, სახელმძღვანელოები, კომუნიკაციები და სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა თემები.

მინისტრმა პედაგოგებს გადასცა კლასის მართვის საკითხების შესახებ ლიტერატურა, ასევე ბულინგისა და ძალადობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები. მათ უახლოეს დროს მიიღებს ყველა პედაგოგი, ბავშვი და მასწავლებელი, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია ბულინგის, ძალადობისა და იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში.

აღნიშნული პროექტი ჩხენკელმა გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ — ეს არის განათლების მინისტრის შეხვედრების პირველი ციკლი, რომელსაც მსჯელობის, თანამშრომლობისა და კონსენსუსის გზით სურს, რომ სკოლის გარემო  უფრო უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გახდეს.


ყველა ახალი ამბავი
0