ბატუტის საოჯახო გასართობი ცენტრი Crazy Hall

მაღლა და მაღლა: თბილისში ბატუტის ცენტრი Crazy Hall-ი გაიხსნა

3770
(განახლებულია 21:39 29.12.2017)
ცენტრი Crazy Hall უამრავ გასართობს სთავაზობს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თავს მაღლა ახტომა, ფრენის თავისუფლების შეგრძნება — ამიერიდან ეს ყველაფერი შესაძლებელია ბატუტის საოჯახო გასართობ ცენტრ „ქრეიზი ჰოლში“, რომელიც გლდანში გაიხსნა.

Crazy Hall გთავაზობთ აქტიური დასვენების ერთ-ერთ საუკეთესო ფორმატს, რომელიც მოიცავს აკრობატიკას, ბატუტსა და აკრობატულ ბილიკზე ხტომას. აქ ყოველდღიურად მიმდინარეობს აკრობატიკისა და ბატუტზე ხტუნვის მეცადინეობა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის, თანაც მომზადების ნებისმიერი დონის ადამიანებისთვის. სალტო, ხელებზე დგომა — Crazy Hall-ში ყველაფერი შესაძლებელია!

ბატუტის ცენტრი ძლიერ ემოციებს არამარტო ხტუნვის მოყვარულებს ანიჭებს. ექსტრიმის მოყვარულებს Crazy Hall-ი უამრავ გასართობს სთავაზობს: ავანტურული ტრასის მქონე თოკების პარკი (ტაიპარკი) სიმაღლის, სისხარტის და საკუთარი ძალების მობილიზების მოყვარულების გულს მოიგებს. მინიკლდე თავისი ხელოვნური საფეხურებით კლდეზე ცოცვის მოყვარულებს სიმაღლისა და ადრენალინის რეალურ შეგრძნებას მიანიჭებს.

Crazy Hall-ს თქვენი საიუბილეო თარიღებიც არ დაავიწყდება. ბატუტზე დაბადების დღე, გამოსაშვები საღამო, ახალი წელი ან კორპორატივი — ეს ნამდვილი მხიარული თავშესაქცევია. ამ მიზნით ცენტრში მოეწყო ფურშეტის დარბაზები, საბანკეტო დარბაზები კარაოკეთი და ბატუტის დარბაზის პანორამით (სანამ თქვენ ისვენებთ, თქვენი შვილები ტრენერისა ან ანიმატორის მეთვალყურეობის ქვეშ თქვენ თვალწინ ბატუტზე ხტუნაობენ).

Crazy Hall-ი დღესასწაულების ჩატარების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს: ანიმატორით (სპორტულ-გასართობი პროგრამა კონკურსებით, კვესტებით, ესტაფეტებით ბატუტებზე და არამარტო); ტრენერით (აქტიური დასვენების ფორმატში სპორტული დღესასწაული ბატუტზე ხტომის და ილეთების შესწავლით, ხტომები პოროლონის ორმოში და ა.შ.). სადღესასწაულო პროგრამები გათვლილია ბავშვების, მოზარდებისა და მოზრდილების სხვადასხვა თემატიკასა და ინტერესთა ფართო თვალსაწიერზე. დღესასწაულის შეკვეთა და დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ტელეფონებით: 595955057 ან 555350226.

ბატუტის საოჯახო გასართობი ცენტრი Crazy Hall-ი მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 23:00 საათამდე. მისამართი: გლდანი, V და VI მიკრორაიონებს შორის (სავაჭრო ცენტრის შენობაში). ტელეფონი 595-955-057.


3770
თემები:
თბილისი დღეს (871)