გერგეთი, ყაზბეგი

Financial Times-ი ტურისტებს 2018 წელს საქართველოში უხმობს

182
(განახლებულია 16:44 29.12.2017)
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა საუბრობს, თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველო იმ რვა მიმართულების ჩამონათვალში მოხვდა, რომელსაც ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი 2018 წელს მოგზაურობის მოყვარულებს სთავაზობს.

საქართველო რეიტინგში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. პირველ ადგილზე პაკისტანია.

„ეპიკურ მთაგორიანი პეიზაჟებთან ერთად, მას აქვს შთამბეჭდავი ისტორია — არაბები, რუსები, თურქები, ჯვაროსნები და ვაჭრები აბრეშუმის გზებით — ყველამ დატოვა საკუთარი კვალი", — გამოცემა ბრიტანელი მწერალი-მოგზაურის ჯონი ბილბის სიტყვებს ციტირებს.

საქართველოს შესახებ მიმოხილვაში საუბარია ლოუკოსტერ Wizzair-ზე, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ლონდონსა და ქუთაისს.

აღსანიშნავია, რომ FT-ის მიერ შედგენილ სიაში შესულია ზიმბაბვე, წმინდა ელენეს კუნძული, საუდის არაბეთი, სეიშელის კუნძულები, კანადა და ბოლოვია.

182
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (255)