საქართველოს ელჩ კონსტანტინე ზალდასტანიშვილს თბილისში 31 დეკემბერს დაკრძალავენ

© photo: Sputnikსაბურთალოს რაიონის სასაფლაო
საბურთალოს რაიონის სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსტანტინე ზალდასტანშვილის ცხედარს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილს, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ვენაში გარდაიცვალა, 31 დეკემბერს სამშობლოში დაკრძალავენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გარდაცვლილის ცხედარი თბილისში ღამით ჩამოასვენეს. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ზალდასტანიშვილის ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. 

სანთლები - Sputnik საქართველო
„ის გამორჩეული ქართველი იყო" - ხელისუფლება ელჩის გარდაცვალებას გლოვობს

„ბატონი კოტე იყო დიდებული ადამიანი, პროფესიონალი და სახელმწიფო მოღვაწე. მე ბედნიერება მხვდა წილად მასთან ერთად სხვადასხვა მიმართულებებით მემუშავა, თუმცა, განსაკუთრებული იყო ის გამოცდილება, რომელიც მე მასთან ერთად დიპლომატიურ სამსახურში მივიღე… ბატონი კოტე ზალდასტანიშვილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში იყო აქტიური მონაწილე და მისი გადაწყვეტილება, როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების გარანტი", — განაცხადა ჯანელიძემ.

58 წლის ზალდასტანიშვილი 25 დეკემბერს გარდაიცვალა.

2013 წლის 18 ივნისიდან ზალდასტანიშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0