ლუკავა საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში პატიმრობიდან შვიდი წლის შემდეგ გადმოსცეს

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშისასაზღვრო პუნქტი „ენგური" გალის რაიონში
სასაზღვრო პუნქტი „ენგური გალის რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ლუკავა, რომელმაც აფხაზეთში, პატიმრობაში თითქმის შვიდი წელი გაატარა, ახალ წელს ოჯახთან ერთად, თავისუფალი შეხვდება

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა და საქართველოს ხელისუფლებას გადასცა აფხაზეთში 1992-1993 წლებში საომარი მოქმედებების მონაწილე გიორგი ლუკავა, იუწყება სამოქალაქო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ლუკავა გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში 2011 წლის 9 მაისს დააკავეს. მას შეიარაღებულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან" კავშირი ედება ბრალად. ლუკავას პატიმრობის 20-წლიანი ვადა მიუსაჯეს. ლუკავას გათავისუფლების საკითხი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„ეს არის იმ პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი კარგი ფაქტი, რომლის ფარგლებშიც უკვე მოხდა სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეებიდან ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება. ძალიან მიხარია, რომ თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა თავისუფალია და ახალ წელს საკუთარ ოჯახში, მეუღლესა და შვილებთან ერთად, შეხვდება", — განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებში შედეგზეა ორიენტირებული

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინ ჩართული იყო ლუკავას გათავისუფლების საქმეში.

„მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ამ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტაში წვლილი შეიტანა. ეს პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ნდობის აღდგენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში", — განაცხადა ციხელაშვილმა.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

 

ყველა ახალი ამბავი
0