რა ღონისძიებები განხორციელდება 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ?

CC BY-SA 2.0 / M van Ree / Halyomorpha halysაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი შემუშავებულია

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიანი მონიტორინგს და ქიმიურ წამლობას ითვალისწინებს, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინსიტრო. 

2017 წლის დეკემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით  35 მლნ ლარი გამოიყო, რომელიც შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს. 

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა: ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს!

მავნებლის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია მილიონ ჰექტრამდე ფართობის შეწამვლა. ამ მიზნით, გათვალისწინებულია  360 ტონა პრეპარატის გამოყენება. 

გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია 120 ერთეული სპეციალური მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ტექნიკის შეძენა, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ქიმიური პრეპარატები, რომლისთვისაც 15 მლნ ლარი გამოიყო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა.

2018 წელს ასევე  გაძლიერდება აზიური ფაროსანას მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. სახელმწიფო შეიძენს 100 ათასზე მეტ ფერომონს, რომლებიც განთავსდება  მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. 

გარდა ამისა, საერთაშორისო დახმარების ფორმატში, USAID-ის მიერ,  გათვალისწინებულია 17 ერთეული სატრაქტორე აგრეგატის  შესყიდვა, ევროკავშირის მიერ17 შესაწამლი აპარატის შეძენა, 37 მაღალი გამავლობის მანქანის შეძენა ჩინეთის მხრიდან ტექნიკური დახმარების ფარგლებში.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
ექსპერტმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთადერთი ხერხი დაასახელა

სოფლის მეურნეობის სამინსიტროში აღნიშნავენ, რომ აზიური ფაროსანასთვის საქართველო ახალი გარემოა და მისი პოპულაცია ბიოლოგიურად არ კონტროლდება, ანუ მას არ ჰყავს ბუნებრივი მტერი და, სწორედ ამიტომ, გამრავლების შესაჩერებლად, საჭიროა ქიმიური და მექანიკური გზებით ბრძოლა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია ასევე ითვალისწინებს საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიის შექმნას, სადაც მავნებლის ბუნებრივი მტრებისა და პარაზიტების შესწავლა-დაკვირვება მოხდება.

გარდა ამისა 2018 წელს, იმუშავებს უწყებათშორისი საკოორდინაციო სამუშაო შტაბი, სადაც ჩართული იქნებიან სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლები. 

სამინსიტროს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებასა და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს ემყარება.


ყველა ახალი ამბავი
0