რა ვერსიებზე საუბრობს ქობულეთში დაკარგული 18 წლის მოზარდის ოჯახი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო ეკიპაჟი
საპატრულო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგი დოლიძე სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი არსად ჩანს. ერთ-ერთი ვერსიით, დაკარგულ მოზარდს 2 დეკემბერს კონფლიქტი მოუვიდა, თუმცა ვისთან ან რატომ, ამაზე დაკარგულის მამა არ საუბრობს.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ქობულეთის სოფელ ბობოყვათში დაკარგულ 18 წლის გოგი დოლიძეს მეთორმეტე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

როგორც დაკარგულის მამა ზორბეგ დოლიძე აცხადებს, მისი მე-12 კლასელი შვილი ბოლოს ქობულეთის ცენტრში 7 დეკემბერს ნახეს. ოჯახი ახალგაზრდის დაკარგვის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს. პირველადი ვერსიით, გოგი დოლიძის გაუჩუნარებას მისი ოჯახი ინტერნეტ-თამაშ „ლურჯ ვეშაპს" უკავშირებდა, თუმცა, ეს ვერსია მათ მალე გამორიცხეს.

ასევე, ერთ-ერთი ვერსიით, დაკარგულ მოზარდს 2 დეკემბერს კონფლიქტი მოუვიდა, თუმცა ვისთან ან რატომ, ამაზე დაკარგულის მამა არ საუბრობს. ოჯახის ვერსიებს არ ეთანხმება სკოლის დირექტორი გია ქათამაძე.

საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
ქობულეთში დაკარგულ მე-12 კლასელს ეძებენ

„გოგი სკოლაში სისტემატურად დადიოდა, როგორც ჩვენთვის ცნობილი იყო, იგი 6 დეკემბერს მართვის მოწმობის ასაღებას გამოცდას აბარებდა და სკოლაში ამის გამო ვერ მოვიდა. თუმცა, მეორე დღესაც რომ არ მოვიდა სკოლაში, ჩვენ ოჯახს დავუკავშირდით და ვაცნობეთ. გოგი ძალიან კარგი მოსწავლე არის, ჭკვიანი, პოზიტიური და მეგობრული. იგი იმნდენად დადებითი პიროვნება არის გამორიცხულია, მას ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა", — განაცხადა გია ქათამაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსხურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0