თბილისის ცენტრში ერთ-ერთ სასტუმროში ტრაგედია მოხდა

გამოწერა
უბედური შემთხვევა 13 დეკემბერს ქეთევან წამებულის გამზირზე სასტუმრო Sheraton Metechi Palace-ის ეზოში მოხდა.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. სამშენებლო ობიექტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უბედური შემთხვევა  13 დეკემბერს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სასტუმრო Sheraton Metechi Palace-ის ეზოში მოხდა. სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის ახალგაზრდა გორის რაიონის სოფელ ატენის მკვიდრია. იგი დედაქალაქში მშენებლობაზე მუშაობდა.

მშენებლობა თბილისის მერიასთან - Sputnik საქართველო
თბილისში მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდება

„წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე, რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ'', — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ობიქტზე სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო" აწარმოებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

საქართველოს შსს-სა და გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, საქართველოში 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა მიიღო სხეულის დაზიანებები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0