აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა: ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს!

CC BY-SA 2.0 / M van Ree / Halyomorpha halysაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიური ფაროსანას პრობლემა ბევრ ქვეყანაში აქტუალურია, ამიტომ საქართველოში საერთაშორისო სპეციალისტები-ენტომოლოგები შეიკრიბნენ

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები მწერებში შეიკრიბნენ თბილისში, რათა საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები განიხილონ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებაში.

აზიური ფაროსანა საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევა გახდა. გასულ ზაფხულში ფაროსანამ დასავლეთ საქართველოში მოსავალს სერიოზული ზიანი მიაყენა და საცხოვრებელი სახლები გაავსო. ოქტომბერში ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. 

საქართველოში მოწვეული არიან სპეციალისტები კანადიდან ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, რათა ქართველ კოლეგებთან ერთად მავნებლის განადგურების ეფექტური მექანიზმები შეიმუშავონ. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა რთულია და საჭიროა კომპლექსური მიდგომის შემუშავება.

აზიური ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილი - Sputnik საქართველო
აზიურმა ფაროსანამ ქართული თხილი შეჭამა

უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს გაუზიარეს მავნებელთან ბრძოლის ქიმიური, მექანიკური და ბიოლოგიური მეთოდები.

„აზიური ფაროსანა არის არამარტო საქართველოს, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნების პრობლემაც. მნიშვნელოვანი ამ საკითხის გლობალური აღქმა და ბრძოლის ეფექტური სტრატეგიის შემუშავება“, — განაცხადა კაკლოვანი კულტურების

საბჭოს კვლევითი და სახელმწიფო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯუზეპე კალკანიმ.

კალკანიმ აღნიშნა, რომ საჭიროა გაგრძელდეს ფართომასშტაბური მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრება მავნებლის გავრცელების კერები და შეირჩევა ქიმიური პრეპარატები და პესტიციდები.

მოწვეულმა სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობა მომენტალურად ჩაერთო მავნებელთან ბრძოლის პროცესში, და რომ არა მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, მისი გავრცელება უფრო მასშტაბური იქნებოდა.

ამჟამად უცხოელი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან და ყველა იმ ადგილის დათავლიერებას აპირებენ, სადაც აზიური ფაროსანაა გავრცელებული.


ყველა ახალი ამბავი
0