საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია შეიძლება პატრიარქ კირილს შეხვდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliშესასვლელი საქართველოს საპატრიარქოს შენობაში
შესასვლელი საქართველოს საპატრიარქოს შენობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამკაციანი დელეგაცია მოსკოვში პარასკევს გაემგზავრება.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში ვიზიტის დროს შეიძლება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს შეხვდეს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსკოვში 1 დეკემბერს გაემგზავრებიან, სადაც 4 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებულ დღესასწაულში.

„საპატრიარქოს დელეგაცია, სავარაუდოდ, რუსეთის პატრიარქსაც შეხვდება, შეხვედრაზე კი აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ", — განაცხადა ბოტკოველმა.

ტაძარი მოსკოვში - Sputnik საქართველო
ილია მეორე მოსკოვში გამგზავრებას ვერ შეძლებს

ქართული და რუსული ეკლესიების წინამძღვრები 2016 წელს შეხვედრისას შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეისწავლის ვითარებას საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ბოტკოველის განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.

საზეიმო ღონისძიება მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარდება.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა დღესასწაულზე მიიწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მაგრამ მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წასვლა ვერ შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0