მკითხაობა გვირილაზე

ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს მეცნიერებმა ფენომენში გარკვევა სცადეს

226
(განახლებულია 15:20 30.11.2017)
მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის შემდეგაც დაასკვნეს, რომ გრძნობა, რომელიც ექსპერიმენტის მონაწილეებს გაუჩნდათ, არ შეესაბამებოდა სიყვარულს.
226
თეგი:
ერთი ნახვით შეყვარება
თემები:
მსოფლიო სამეცნიერო მიღწევები - 2018 (240)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის უმშვენიერესი საცოლე - ფოტოები სოციალური ქსელიდან

415
(განახლებულია 15:13 25.05.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულია და მისი რჩეული ულამაზესი გერმანელი სპორტსმენია. ნახეთ წყვილის ფოტოები სოციალური ქსელიდან

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მეუღლის სკანდალზე საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმი“ ახალ დეტალებს აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის მიმართ აგრესიული მას შემდეგ გახდა, როდესაც გაიგო, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს.

View this post on Instagram

would u like a little love?🌞

A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 🦁 (@carlottahelena) on

ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული, უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს გააცნო და გოგონა ახლა საქართველოში იმყოფება.

View this post on Instagram

for professional photographer dm @nikolozbasilashvili

A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 🦁 (@carlottahelena) on

სოციალურ ქსელებში ორი დღეა აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

View this post on Instagram

qualität iz da @calvinlbr

A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 🦁 (@carlottahelena) on

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

View this post on Instagram

🌼🌼

A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 🦁 (@carlottahelena) on

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა, ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

View this post on Instagram

to the moon and back 🌔

A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 🦁 (@carlottahelena) on

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

415
ნინი გოგიჩაიშვილი

„მის საქართველო 2018“ კულინარიულ ტელეშოუ „მასტერ–შეფში“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს

35
(განახლებულია 13:52 25.05.2020)
ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ სეზონი ყველაზე საინტერესო იქნება, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი ათასამდე ადამიანმა გამოთქვა.

 

თბილისი, 25 მაისი — Sputnik.  „მის საქართველოს 2018“–ის ტიტულის მფლობელი, მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი კულინარიულ პროექტ „მასტერ–შეფში“ მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებისთვის მონაწილეობას ქართველ ლამაზმანთან ერთად კიდევ 11 კონკურსანტი მიიღებს. 

ქასთინგზე ნინიმ იაპონური სამზარეულოს კერძი – მისო–სუფი მოამზადა, თუმცა არა ტრადიციული წესით. გოგონამ გემოვნური თვისებების გამრავალფეროვნებისთვის კერძს ბოსტნეული და კრევეტები დაამატა. მოდელის მცდელობა შესაბამისად დაფასდა – შეფებს კერძი მოეწონათ, შესაბამისად, გოგიჩაიშვილი პროექტის შემდეგ ტურში გადავიდა. 

მასთან ერთად „მასტერ–შეფის“ წინსაფრის მფლობელები გახდნენ სპორტსმენი ნინი სტურუა, ჟურნალისტი რამილია ალიევა, ბარმენი თემო კაკუჩია, ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ნებიერიძე, პიარ–მენეჯერი პაატა ჭონიაშვილი, ასევე ყველაზე ახალგაზრდა კონკურსამიტი – 18 წლის მზარეული ლიკა ესაიაშვილი, დამწყები მზარეული ქეთო ბექაური და სხვები. 

ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ სეზონი ყველაზე საინტერესო იქნება – წელს განაცხადების რაოდენობა რეკორდული იყო – პროექტში მონაწილეობის სურვილი ათასამდე ადამიანმა გამოთქვა.

35
თემები:
საქართველო და კულტურა
კადრი ფილმიდან 8 წუთი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კინოცენტრი 26 ფილმს აჩვენებს

0
(განახლებულია 14:06 25.05.2020)
ყველა სურათის ბმული აქტიური იქნება დღის განმავლობაში, ასე რომ, თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების გაცნობის მსურველებმა უნდა იჩქარონ

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ–ჩვენება გაიმართება.

ფილმები გამოქვეყნდება კინოცენტრის ოფიციალურ Facebook–გვერდზე. ყველა სურათის ბმული აქტიური იქნება დღის განმავლობაში, ასე რომ, თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების გაცნობის მსურველებმა უნდა იჩქარონ.

წამოდგენილი იქნება ფილმები: „8 წუთი“, „ანა”, „ანდრო”, „გაბანა”, „გამოსვლა”, „დაკარგული სოფელი”, „დაცვის პოლიციელი”, „თემო”, „ლეთა”, „ლილე”, „მამა”, „მამული”, „მარქსის ქუჩა 12”, „მეთევზე და გოგონა”, „მექელეხე”, „მზადება”, „ოგასავარა”, „პირველი დღე”, „სამი საფეხური”, „სრულყოფილი შეკვეთა”, „ფრანი”, „ქარის დევნა”, „ღამის მორიგე”, „ცუდი ხალხი”, „ცხოველი”, „ჭა”.

26 მაისის დღესასწაული პირველი დემოკრატიული მთავრობის მიერ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელ აღადგინა. საყოველთაო რეფერენდუმზე დაფუძნებული შესაბამისი აქტი 9 აპრილს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო.

0
თემები:
საქართველო და კულტურა