თბილისში ყველის ფესტივალი იმართება

ქართული ყველის ფესტივალი
ქართული ყველის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე გამოფენილია როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. დღეს ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი ტარდება, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყველის ფესტივალი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

ფესტივალზე ყველის მწარმოებელი 50 კომპანია და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მონაწილეობს.

ყველი - Sputnik საქართველო
თუშურმა ყველმა იტალიაში ფესტივალზე გაიმარჯვა

ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონი საკუთარი ყველის სახეობებს წარმოადგენს. გამოფენილია როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.

ფესტივალზე ყველის ოსტატები დამთვალიერებლებს აჩვენებენ ყველის ამოყვანის მეთოდებს. სტუმრები ასევე გაეცნობიან დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და სხვა ყველის სახეობების დამზადების პროცესს.

ღონისძიება ტრადიციულია და თბილისში მეთორმეტედ იმართება.

საქართველოში ქართული ყველის შენარჩუნების მიზნით აქტიური ღონისძიებეი ტარდება. 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში", რომლის თანახმად, რძის ფხვნილზე დამზადებულ პროდუქტებს „ყველი" აღარ შეიძლება ეწოდოს.

ყველა ახალი ამბავი
0