„კასპერსკი": საქართველოში კომპიუტერებს ინტერნეტ–შეტევებისგან ცუდად იცავენ

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიკიბერშეტევა
კიბერშეტევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კასპერსკის ლაბორატორიამ" გაასაჯაროვა მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნებია ინტერნეტ–შეტევებისგან ყველაზე მეტად დაუცველი

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik.  2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში მავნე პროგრამული უზრუნველყოფის (Malware) შეტევის მსხვერპლი 17,5% კომპიუტერული მომხმარებელია, ნათქვამია კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ განცხადებაში.

საქართველომ მიიღო 24 ქულა შკალის მიხედვით, სადაც 0, ინტერნეტის კუთხით, ყველაზე თავისუფალ ქვეყანას ნიშნავს, ხოლო 100 — ყველაზე ნაკლებად თავისუფალს. 

კომპიუტერი - Sputnik საქართველო
"კასპერსკის ლაბორატორია" უფასო ანტივირუსს აამოქმედებს

„საქართველოს მისწრაფება ინტერნეტის განვითარებისკენ მომხმარებლებისთვის ახალ გამოწვევებს შეიცავს. მოყვანილი მონაცემები ეხება მომხმარებლებს, რომლებიც ანტივირუსული პროგრამებით არიან დაცული. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ საქართველოში ინტერნეტის უსაფრთხოებაზე ყურადღების მიქცევის კულტურა შესაბამის დონეზე არ დგას, შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლები, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ–შემოტევის მსხვერპლი არიან, უფრო მეტია“, – განაცხადა საქართველოსა და სომხეთში „კასპერსკის“ წარმომადგენლობის უფროსმა არმენ კარაპეტიანმა.

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ ასევე წარმოადგინა ქვეყნების რეიტინგი, რომლებიც ვირუსული პროგრამების თავდასხმის საშიშროების წინაშე დგანან. პირველ ადგილზეა ბელარუსი, სადაც 2017 წლის მესამე კვარტალში ასეთი 27,35% მომხმარებელი იყო, ბოლო ადგილზე კი ინდოეთია – 17,43% მომხმარებელი.

საქართველო ამ სიაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. აზერბაიჯანი მეშვიდე ადგილზეა, სომხეთი – მეოთხეზე, ხოლო რუსეთი – მესამეზე.

„კასპერსკის ლაბორატორია“ საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც კომპიუტერული ვირუსების, ჰაკერული შეტევებისა და სხვა კიბერსაფრთხეებისაგან დაცვის სისტემას შეიმუშავებს. კომპანია 200–ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს. „კასპერსკის ლაბორატორიის“ ცენტრალური ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0