ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თემურ თორდინავას პოსტს თბილისის მერიის ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსი, კახა გვანცელაძე დაიკავებს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა თანამდებობას ტოვებს.

როგორც თორდინავამ „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას განაცხადა, მან თბილისის ახლადარჩეულ მერს, კახა კალაძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით პირადი ინიციატივით მიმართა.

საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო გახდება

,,ვადასტურებ, რომ თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობა საკუთარი განცხადებით დავტოვე. ორშაბათს თბილისის ახალ მერს მივმართე და ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებული რეფორმები გავაცანი. თუ სად გავაგრძელებ მუშაობას, ამას მოგვიანებით გაგაცნობთ," – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა.

საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია და ამაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, აღნიშნა თორდინავამ.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თემურ თორდინავას პოსტს თბილისის მერიის ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსი, კახა გვანცელაძე დაიკავებს.

თბილისის მერიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას თემურ თორდინავას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ. მათი განმარტებით, ცვლილებები თბილისის მერიის სამსახურებში უახლოეს მომავალში იგეგმება.

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0