ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმია მობილიზებული

© photo: Sputnik / Jemal Ghambashidzeსაპროტესტო აქცია ზუგდიდში
საპროტესტო აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობა გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრას და მავნებლისგან მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, იტყობინება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი ზუგდიდიდან.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
საქართველოში აზიური ფაროსანას 21 000 მოსაზიდი ხაფანგი დამონტჟდა

აქციაზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით იმართება და 1000-მდე ადამიანი იმყოფება, მოსახლეობა გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრას და აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს.

„დავრჩით მშივრები, ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, ფაროსანამ ჩვენი სოფლის მეურნეობის ყველა კულტურა გაანადგურა", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენლებიც იმყოფებიან. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, აქციის მონაწილეები იმ დრომდე არ დაიშლებიან, სანამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაზარალებულ მოსახლეობას არ შეხვდება.

ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის 15 წუთის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა.  სააგენტოს კორესპონდენტს „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი პატარაიამ განუცხადა, რომ სამართალდამცველებმა პარტიის ოთხი წევრი დააკავეს.

შსს-ს პრეს-სამსახური აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0