ბათუმის შვიდ საბავშვო ბაღში აზიური ფაროსანა დააფიქსირეს

CC BY 2.0 / Charlie Vinz / kindergartenსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
14-15 ოქტომბერს ბათუმში არსებული ყველა საბავშვო ბაღის ეზოს სპეციალური სითხით შეწამლავენ. პატარების უსაფრთხოების მიზნით კი მომდევნო სამი დღის განმავლობაში ოთახების კაპიტალური დასუფთავება იგეგმება.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 16 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში შეწყდება, იუწყება „აჭარის ტელევიზია" ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსზე ნატალია ზაქარეიშვილზე დაყრდნობით.

ზაქარეიშვილის განცხადებით, 14-15 ოქტომბერს ბათუმში არსებული ყველა საბავშვო ბაღის ეზოს სპეციალური სითხით შეწამლავენ. პატარების უსაფრთხოების მიზნით კი მომდევნო სამი დღის განმავლობაში ოთახების კაპიტალური დასუფთავება იგეგმება.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
აზიური ფაროსანა ციტრუსოვან კულტურებსაც შეესია

საბავშვო ბაღები მუშაობას 19 ოქტომბრიდან განაახლებენ.

„წამლობითი ღონისძიებების გატარების შემდეგ ბავშვების უსაფრთხოებით მიზნით აუცილებელია ორშაბათსა და სამშაბათს ოთახები დაკეტილი იყოს. ოთხშაბათს კი გენერალური დასუფთავება ჩატარდება. შეიწამლება საბავშო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები, ასევე შენობებიც სპეციალური სითხით დამუშავდება" — განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.

საქართველო აზიური ფაროსანას შემოსევას ებრძვის. მავნებელი მწერი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, სადაც მან არა მარტო სასოფლო-სამეურნეო ნათესები გაანადგურა, არამედ საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.

საქართველოს მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის პრეპარატების გაცემა დაიწყო. ეს პრეპარატები დასავლეთ საქართველოში 230 ათასმა ოჯახმა მიიღო. მთავრობა მავნებლებთან ბრძოლას წლის ბოლომდე გააგრძელებს, სანამ მავნებლები ზამთრის ძილს არ მიეცემიან.

ყველა ახალი ამბავი
0