„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ფხოვის, ასათიანის, ჭანტურიას, პუშკინის და გუდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, გელათის, არარატის, დუშეთის, არმაზის, ალაზნის და კლარჯეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ზნაკვის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ)  მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0