ქართველები და სომხები სოციალურ ქსელებში ცეკვის გამო ისევ კამათობენ

© Sputnik / Denis Aslanovვიდეო სომხური ქორწილიდან
ვიდეო სომხური ქორწილიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა

Facebook-ში ქართველებსა და სომხებს შორის მორიგი კამათი დაიწყო კვლავ ცეკვის გამო: ვიდეოზე, რომელიც სომხურ ქორწილშია გადაღებული, ახალგაზრდები ეროვნულ „ბერდს“ ასრულებენ, ოღონდ ქართულ მუსიკაზე ოპერა „დაისიდან“, წერს „Sputnik-სომხეთი“.

როგორც ირკვევა, Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში აიტვირთა ვიდეო სახელწოდებით „სომხური ცეკვა „ბერდი“ ულამაზეს ქორწილში“, რამაც სომეხ და ქართველ მომხმარებლებს შორის ნამდვილი „კომენტარების ომი“ გამოიწვია. ორივე მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ეს მათი ეროვნული ცეკვა იყო.

სააგენტოს ინფორმაციით, სამწუხაროდ, ზოგი იუზერი პირდაპირ უცენზურო შეურაცხყოფაზე გადავიდა, ვინაიდან განაწყენებულმა ქართველმა იუზერებმა სომხებს მათი ეროვნული მარგალიტის, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ მუსიკის მითვისებაში დასდეს ბრალი. თუმცა, როგორც სააგენტო წერს, მუსიკის სომხურობაზე პრეტენზია არც არავის ჰქონია, საუბარი იყო მხოლოდ ცეკვაზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცეკვისა და „დაისის“ გამო ლამის ხელჩართული ინტერნეტ-ბრძოლა იმართება ორ მეზობელ ხალხს შორის. შარშან YouTube-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ატვირთა ვიდეო სახელწოდებით „სომხური საქორწილო ცეკვა. გევორქიანის ცეკვის აკადემია. აშშ“. აღნიშნული ვიდეო „ფეისბუქითაც“ გავრცელდა და კომენტარებად მაშინაც უცენზურო ლექსიკა მოჰყვა.

„ამ თემაზე ყურადრება გაამახვილა ტელეარხმა GDS-მა, რომელმაც საკუთარ სიუჟეტში „გევორქიანის ცეკვის აკადემია“ პლაგიატსა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაში დაადანაშაულა. და, მართლაც, ვიდეოში გარკვევით ჩანდა, რომ ვართან და სირანუშ გევორქიანები საკუთარ ქორწილში ქართულ ეროვნულ ცეკვას ასრულებდნენ ოპერა „დაისის“ მუსიკაზე“, — წერს „Sputnik-სომხეთი“.

„გევორქიანის აკადემიამ“ ამის გამო ღია წერილი გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა „მესამე მხარის მიერ დაშვებული შეცდომის გამო“.

„მაგრამ თუ მაშინ მომხმარებელი შეცდა და ცეკვას სომხური უწოდა, ამ ჯერზე შეცდომა არ დაშვებულა. მუსიკაზე, რომელზეც „ბერდს“ ასრულებდნენ“, არავის ჰქონია პრეტენზია და არ უთქვამს, რომ ის სომხურია“, — წერს „Sputnik-სომხეთი“.

ყველა ახალი ამბავი
0