თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი პატიმრობაში დატოვეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ უარი განაცხადა თბილისის მერიის ყოფილი შტატგარეშე თანამშრომლის, ოთარ აბესაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდში პატიმრობაში დატოვა თბილისის მერიის ყოფილი შტატგარეშე თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელსაც ქრთამის აღება ედება ბრალად, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

დაცვის მხარე მოითხოვდა აბესაძის გათავისუფლებას 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ, ქონების უზრუნველყოფით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე 11 ივლისს დააკავეს.

სასამართლო - Sputnik საქართველო
მერიის ყოფილ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

"მოსამართლემ განაცხადა, რომ ის ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე და მიიმალება. ამაზე ასე შაბლონებით საუბარი არ შეიძლება… ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არსებობდა ყველა წინაპირობა იმისა, რომ ოთარ აბესაძე დამნაშავე არ არის და ის უნდა გათავისუფლდეს", — განაცხადა ჭკადუამ.

მორიგი სასამართლო სხდომა აბესაძის საქმეზე 4 სექტემბერს არის დანიშნული.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 338-ე მუხლით "ქრთამის აღება", რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0