დარიალის მონასტრისკენ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გამოწერა
გზის რემონტი წმინდა მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის ტაძრამდე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. დარიალის მონასტრამდე მისასვლელი გზა უახლოეს მომავალში გარემონტდება და იქ მისვლას მსურველები დაუბრკოლებლად შეძლებენ, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე განცხადებაში.

სარემონტო სამუშაოებს გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროექტების მონიტორინგს განაგრძობს.

ბოდბის მონასტერი - Sputnik საქართველო
საქართველოს ღირსშესანიშნაობები: ბოდბის მონასტერი

დარიალის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ქვაფენილები. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ავტოსადგომისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა.

სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, რომლის შედეგად ადგილობრივებს, მომლოცველებსა და ტურისტებს მონასტრამდე მისვლის პრობლემა აღარ ექნებათ.

პროექტს 1,5 მილიონი ლარით მსოფლიო ბანკი აფინასებს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს

დარიალის სამონასტრო კომპლექსი 2011 წელს გაიხსნა. ის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ტურისტებისა და მომლოცველებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0