რკინიგზელები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციულ  ოფისთან  საქართველოს პროფკავშირის გაერთიანების წარმომადგენლები და მოშიმშილე რკინიგზელები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში გადაყვანით უკმაყოფილო „საქართველოს რკინიგზის“ ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო და თბილისში ორგანიზაციის ადმინისტრაციულ შენობასთან კარვის გაშლა სცადა. რკინიგზელები ირწმუნებიან, რომ ადმინისტრაციას არ სურს ტრანსპორტზე მათი ხარჯების დაფარვა, რაც ორგანიზაციაში კატეგორიულად უარყვეს. ხარჯების მატება ორი თანამშრომლის გურჯაანიდან მარნეულში გადაყვანამ გამოიწვია.

სამშაბათს აქციის მონაწილეებმა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციული შენობის წინ პლაკატები მიიტანეს, მაგრამ პოლიციამ მათ ხელი შეუშალა, რასაც მხარეებს შორის მცირე კამათი მოჰყვა.

ორსართულიანი სამგზავრო მატარებელი - Sputnik საქართველო
"საქართველოს რკინიგზა" გავრცელებულ ჭორებს უარყოფს

საქართველოს სახალხო დამცველმა პოლიციის ქმედებას რკინიგზელების „შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტი" უწოდა, რომლებიც შრომითი პირობების ცვლილებას აპროტესტებენ.

პოლიციამ აღნიშნული გადაწყვეტილება დღის მეორე ნახევარში ახსნა — კარვის გაშლის ნებართვა გამოიწვევდა ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეფერხებას.

„ვითარების დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით, დემონსტრანტებმა თავი შეიკავეს კარვის გაშლისაგან და ღია ცის ქვეშ გაათენეს ღამე. სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა კვლავ აქტიურად დგას დღის წესრიგში“, — ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

მოშიმშილე რკინიგზელები პროტესტის უკიდურეს ფორმას იმ დრომდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მათი მოთხოვნაა ძველ სამუშაო ადგილებზე დაბრუნება.

ყველა ახალი ამბავი
0