დასავლეთ საქართველოს მყინვარებს უპილოტო საფრენი აპარატები გააკონტროლებს

© photo: Sputnik / С. Онанов / გადასვლა მედიაბანკშიუშბა
უშბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაძლო ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის მიზნით მეცნიერები მყინვარების მოძრავ ნაწილებს დააკვირდებიან

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მდინარე ენგურისა და რიონის აუზის მყინვარების მონიტორინგი იწყება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უპილოტო საფრენი აპარატები მყინვარების მოძრავი ნაწილებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დეტალურ ფოტოებს გადაიღებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები შესაძლო ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის მიზნით მყინვარულ ხეობებს დააკვირდებიან.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში 637 მყინვარია დაფიქსირებული. ნახევარზე მეტი ენგურისა და რიონის აუზებზე მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0