პოპულარული სპეციალობები აბიტურიენტებისთვის 2017 წელს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიგამოცდაზე
გამოცდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში აბიტურიენტებს შორის პოპულარული ხდება ფილოლოგია და ისტორია

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. პოპულარულ სპეციალობებს შორის, რომლებიც აბიტურიენტებმა 2017 წელს აირჩიეს, არის სამართალი, მედიცინა, ბიზნეს-ადმინისტრირება და სხვა მიმართულებები, აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
აბიტურიენტთა 15%-მა ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა

საქართველოში მოთხოვნა არის ასევე ისეთ სპეციალობებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ბიზნესის ორგანიზება და მართვა, მშენებლობა, ინფორმატიკა, ტურიზმი, ფსიქოლოგია და მედიცინა.

გარდა ამისა, იზრდება მოთხოვნა ფილოლოგიასა (ქართული ენა) და ისტორიაზე. ისინი მნიშვნელოვან მიმართულებებად დასახელდა "სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების" კუთხით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3-26 ივლისს ჩატარდა ქვეყნის 22 საგამოცდო ცენტრში. მინამალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა ვერ შეძლო აბიტურიენტთა 15%-მა.

აბიტურიენტთა გამოცდების საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0