გარდაიცვალა მწერალი და მთარგმნელი ნაფი ჯუსოითი

© photo: Sputnik / Ада Багианნაფი ჯუსოითი
ნაფი ჯუსოითი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაფი ჯუსოითი ვლადიკავკაზში 92 წლისა გარდაიცვალა.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მწერლის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ნაფი ჯუსოითის გარდაცვალების გამო. ლიტერატორი 92 წლისა გარდაიცვალა.

„იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სახალხო მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ფოლკლორისტი, ენათმეცნიერი, ლიტერატურის ისტორიკოსი, მთარგმნელი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი. ნაფი ჯუსოითი არაერთი პოეტური კრებულის ავტორია. მრავალ ენაზეა ნათარგმნი მისი თხზულებები, მათ შორის ქართულ ენაზე. 2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა მისი ლექსების ორენოვანი კრებული", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

© photo: Sputnik / Ада Багианნაფი ჯუსოითი
Поэт Нафи Джусойты - Sputnik საქართველო
ნაფი ჯუსოითი

ნაფი ჯუსოითი 1925 წელს ჯავის მუნიციპალიტეტში დაიბადა. 16 წლისა მოხალისედ ჯარში ჩაეწერა და ხუთი წელი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

ნაფის ეკუთვნის 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 12 მონოგრაფია, ოსური ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოები, ლიტერატურული ტერმინების ლექსიკონი, „ოსური ლიტერატურის ისტორიის" ორტომეული.

ჯუსოითიმ ოსურ ენაზე თარგმნა რუსი, ქართველი, უკრაინელი კლასიკოსები. მისი წიგნები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ, ქართულ, უკრაინულ, პოლონურ და ყაზახურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0