„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 23 ივნისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

07: საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ომარ ფერცულიანის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის და ჯიშკარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

09 საათიდან 14:00  საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი მუხიანის გადასასვლელის, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის I, II, IVა მიკრორაიონების, შენგელიას, დუმბაძის, ახმეტელის და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მუშტაიდის მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0