საქართველოს მოსახლეობა 2016 წელს 0,1%-ით შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliხალხი რიყის პარკში
ხალხი რიყის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელს საქართველოდან 98,3 ათასი კაცი წავიდა, რაც 2,4%-ით მეტია, ვიდრე 2015 წელს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 2017 წლის 1 იანვრისთვის 3 718 ათასი კაცი შეადგინა. ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 0,1%-ით ნაკლებია 2016 წლის 1 იანვრის მონაცემებზე. „საქსტატი“ აღნიშნულ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ წლის მანძილზე 2,4%-ით გაიზარდა ემიგრანტთა რაოდენობა, რამაც 98,3 ათასი ადამიანი შეადგინა. 

ამასთანავე წლის მანძილზე 2,5%-ით შემცირდა საქართველოში ჩამოსულთა რაოდენობა. მათმა რიცხვმა 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე 90,2 ათასი ადამიანი შეადგინა. 

ბავშვები - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი შობადობის ზრდის კონცეფციას განიხილავს

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 52,1% ქალია, 47,9% – მამაკაცი. 

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს 3,7 მილიონი მოსახლიდან 1,1 მილიონი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ მოდის იმერეთის რეგიონი, სადაც 529,7 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 

ყველაზე ნაკლებად დასახლებული რეგიონია რაჭა-ლეჩხუმი—ქვემო სვანეთი, სადაც მხოლოდ 31 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 

ყველა ახალი ამბავი
0