„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება "თელასი" იუწყება, რომ 28 აპრილს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის I და II მიკრორაიონების, გობრონიძის, ახმეტელის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ქურხულის, ფოსტის, გუთნის და თელავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების IV და V ქუჩების, ვარკეთილი-3 III და IV კვარტლების, თრიალეთის, ლორთქიფანიძის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00საათამდე შეზღუდვა შეეხება ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვაკის, ჯაფარიძის და რჩეულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III და V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაონის, ბედიას, მარგიანის, მინდელის, შავგულიძის, ნუცუბიძის და პოლიტოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის დასახლების, კრწანისის, ასათიანის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის, ტოვსტონოგოვის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


ყველა ახალი ამბავი
0