საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში საშიშ უცხოელთა სიაში აღარ არიან

გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები არ მოხვდნენ იმ უცხოელთა რიცხვში, რომლებიც გერმანიაში დანაშაულს ყველაზე ხშირად ჩადიან.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველო არ არის იმ 25 ქვეყნის სიაში, რომელთა მოქალაქეებმა 2016 წელს გერმანიაში სხვებზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს. ამას ადასტურებს გერმანული პოლიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები.

საქართველო ამ სიაში ბოლო რამდენიმე წელი ფიგურირებდა, 2015 წელს ის მე-19 ადგილზე იყო.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გასულ წელს საქართველოში 36 ათასამდე დანაშაული მოხდა

"გუშინ გამოქვეყნდა გერმანიის 2016 წლის საპოლიციო სტატისტიკა, რომელშიც, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, შეინიშნა პოზიტიური ტენდენცია და საქართველო არ მოხვდა იმ 25 ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებიც გერმანიაში დანაშაულს ყველაზე ხშირად ჩადიან", — განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გერმანიაში საქართველოს პოლიციის ატაშემ გვანცა ჩხვიმიანმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას ყოველწლიურად აქვეყნებს. 2016 წელს დანაშაულთა რაოდენობამ ქვეყანაში 6 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 0,7%-ით ნაკლებია. გერმანიის პოლიციამ გასულ წელს საქართველოს მოქალაქეები კანონდარღვევის 6541 ფაქტზე ამხილა.

ყველა ახალი ამბავი
0