ზუგდიდი

შამგონაში ე.წ. რეიკი გამოჩნდა - მოსახლეობა მოჩვენებას ებრძვის

278
(განახლებულია 18:00 25.04.2017)
მოსახლეობამ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად სპეციალური რაზმი შექმნა და მორიგეობა დააწესა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik.  გასულ ზაფხულს საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სოფელ კუმისში ე.წ. მოჩვენების არსებობამ, რომელიც ადგილობრივების სახლებში შედიოდა და აფრთხობდა მათ.

ამჯერად, ე.წ. რეიკის შესახებ მოსახლეობა სამეგრელოში, კერძოდ, სოფელ შამგონაში ალაპარაკდა.

 „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელაც, საღამოს საათებში რამდენიმე მოსახლემ საკუთარ კარ-მიდამოში  უცნობი სილუეტი დალანდა,  როგორც კი მას გამოელაპარაკნენ მაშინვე გაქრა. ამის შემდეგ დაიწყო კაკუნი კარებზე, ჭრიალი, უცნაური ხმების გამოცემა, რომელიც ძალიან წააგავს ცხოველის კივილის ხმას. მოსახლეობის ნაწილი, რომლებსაც ახლოდან ჰყავთ ნანახი ე.წ რეიკი, ამბობენ, რომ სილუეტი ახალგაზრდა მამაკაცის სილუეტს ჰგავს", — განაცხადა „sputnik საქართველოსთან" საუბრისას სოფლის მკვიდრმა ქეთევან ბეჭვაიამ.

უკვე ერთი თვეა პოლიციასთან ერთად სპეციალური რაზმი შევქმენით, მორიგეობაც დავაწესეთ, მაგრამ უშედეგოდ, ე.წ რეიკი ვერ დააკავეს, საქმეში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც არიან ჩართული, აღნიშნა ბეჭვაიამ.

სოფელ შამგონაში 350-მდე კომლი და 600-მდე მოსახლე ცხოვრობს.

278